შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიაცხოვრობდა ლიახვის ხეობაში, სოფელ თამარაშენში.; სიმონ ფარსადანის ძე მაჩაბელი იყო სამაჩაბლოს ერთერთი ყველაზე დიდი ფეოდალი XIX საუკუნეში, ასევე ჰქონდა მამულები თბილისის მაზრის სოფელ ტაბახმელაში. იყო საქართველოში რუსიფიკაციის წინააღმდეგი, 1832 წლის აჯანყების მონაწილე. ჰქონდა ახლო და მეგობარული ურთიერთობა გრიგოლ ორბელიანთან და გიორგი ერისთავთან. 1833 წლის 3 იანვრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო დაპატიმრებული ავლაბრის ყაზარმაში, ამ პერიოდში შექმნა მან თავისი ცნობილი ლექსი — "საპყრობილესა შინა უეცრად ფრინველის შეფრენა და პყრობილისაგან ლაპარაკი". გიორგი მაჩაბლის მამა და ვასილ და ივანე მაჩაბლების პაპა. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 214
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |