Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით კეზელი![]()
Biographyდავით კეზელი 70-იანი წლების I ნახევარში ხელმძღვანელობდა თბილისის სემინარიის მოსწავლეთა ფარულ წრეს. აღმოაჩნდა ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის წერილი და პროკლამაცია "საქართველოს ახალ თაობას". რევოლუციურ საკითხში ხალხოსნურ პოზიციაზე იდგა: გადამწყვეტ როლს ანიჭებდა რჩეულ ადამიანებს, ტალანტებს, გმირებს. დააპატიმრეს 1873 წლის დეკემბერში. გამოძიებამ დამნაშავედ ცნო და მკაცრი სასჯელი ელოდა, მაგრამ არასრულწლოვანების გამო 8 თვის პატიმრობა მიესაჯა. 70-90-იან წლებში და XX საუკუნის დამდეგს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. თანამშრომლობდა "დროებაში", "ივერიაში", "შრომაში", "ცნობის ფურცელისა" და სხვა პერიოდულ გამოცემებში. 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში აქვეყნებდა წერილებს გორის მაზრის გლეხთა მოძრაობაზე. აღსანიშნავია დავით კეზელის დრამატული საქმიანობა: მისი პიესები ("ორცოლიანი", "ბიძიასთან გამოხმაურება", "დედა და შვილი" და სხვ) წარმატებით იდგმებოდა თბილისის, თელავის, გორისა და სხვა ქალაქების სახალხო თეატრების სცენებზე. მან ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსულად ვაჟა-ფშაველას ლექსები და 1886 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში". აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. ამ თემაზე მრავალი წერილი დაბეჭდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. პრესაში თანამშრომლობდა "ზოილის", "დავით სოსლანის", "არაგველის" ფსევდონიმებით. დავით კეზელმა სახალხო გმირის, არსენა ოძელაშვილის უკვდავსაყოფად მის საფლავზე ქვა დადო. თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |