The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შარვაშიძე

გიორგი შარვაშიძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1980  (43 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2005-2006წწ. გაიარა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და RAND კოპრორაციის მხარდაჭერით გამართული საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების კურსი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში; 2009 წელს სწავლა განაგრძო საფრანგეთსა (ICN Business School, ქ.ნანსი) და მოგვიანებით იტალიაში (Universita Cattolica del Sacro Cuore. ქ. მილანი) და 2010 წელს მიენიჭა საერთაშორისო მენეჯმენტის მაგისტრის ორმაგი ხარისხი; 2010-2011წწ. სწავლობდა აღმოსავლეთ ჩინეთის (ქ. შანხაი) მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში (ECUST) ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

1996-1998წწ. - ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის გაზეთ "ისრიმის" მთავარი რედაქტორი; 2002 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი, საგარეო ურთიერთობათა ცენტრის კოორდინატორი; 2004-2005წწ. - საზოგადოებრივი გაერთიანება "დემოკრატიის ცენტრი", საგარეო ურთიერთობათა მენეჯერი; 2005-2006წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველო, უფროსი ინსპექტორი; 2006-2016წწ. სააქციო საზოგადოება "სარაჯიშვილი", სხვადასხვა თანამდებობები; 2016-2017წწ. სააქციო საზოგადოება "სარაჯიშვილი", აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ოპერაციული დირექტორი. 2017-2018წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2018-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.167


გააზიარე: