The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეკა კახიანი

ეკა კახიანი
Date of birth:16 January, 1964  (61 years)
Category:Singer, Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განყოფილება 1981 წელს, თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის კინოსა და დრამის ფაკულტეტი 1988 წელს. 

1971-1980წწ. იყო გოგონათა ანსამბლ "მზიური"-ს წევრი; 1988-2004წწ. მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 2002-2004წწ. საპროდიუსერო კომპანია "არტ-იმედი"-ს მსახიობი; 2006 წლიდან ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის მსახიობი. არის 20 პოპულარული სიმღერის ავტორი; მათ შორის: "ზაფხულის საღამო" (1996), "მე ვიმღერებ" (2003) აღიარებულია წლის საუკეთესო სიმღერებად. შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და ტელესერიალებში: "მზიური" (1973), "მარტივი პასეანსი" (1990), "დიდების ზღაპარი" (2000), "ძილის წინ" (2000-2003), "კექსი დიდ ქალაქში" (2005); როლები სპექტაკლებში: "ჭკუისა მჭირს" (1989), "ზაფხულის ღამის სიზმარი" (1992), "ცხოვრება იდიოტისა" (1993), "ამფიტრიონი 38" (1994); "მარლენ დიტრიხი" (2006) და სხვა. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.247; google.ge

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1977 - საკავშირო კომკავშირის პრემია

Share: