The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან აბაშიძე-ამირეჯიბი

ოფიციალური სახელი:ქეთევან აბაშიძე
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1969  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხრამუხა, ხაშურის რაიონი.

ქეთევან ჯიბრაილის ასული აბაშიძე-ამირეჯიბი (პროფესორ კონსტანტინე ამირეჯიბის მეუღლე) - დაამთავრა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი. წლების მანძილზე სოფელ ავლევში (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი) ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. სათავეში ედგა ამავე სოფელში საკუთარი სახსრებით დაარსებულ ხელსაქმის სკოლას. 1902 წლის 24 აგვისტოს სალეწი მანქანის გამოცდის დროს დაკარგა მარჯვენა ფეხი. 1918 წელს თბილისში მისი ოჯახის გადმოსვლის შემდეგ ქეთევან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. სამამულო ომის დროს აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჰოსპიტლებში. მიღებული ჰქონდა მედლები და ჯილდოები. 

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: