Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან აბაშიძე-ამირეჯიბი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხრამუხა, ხაშურის რაიონი. ქეთევან ჯიბრაილის ასული აბაშიძე-ამირეჯიბი (პროფესორ კონსტანტინე ამირეჯიბის მეუღლე) - დაამთავრა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი. წლების მანძილზე სოფელ ავლევში (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი) ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. სათავეში ედგა ამავე სოფელში საკუთარი სახსრებით დაარსებულ ხელსაქმის სკოლას. 1902 წლის 24 აგვისტოს სალეწი მანქანის გამოცდის დროს დაკარგა მარჯვენა ფეხი. 1918 წელს თბილისში მისი ოჯახის გადმოსვლის შემდეგ ქეთევან აბაშიძე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. სამამულო ომის დროს აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჰოსპიტლებში. მიღებული ჰქონდა მედლები და ჯილდოები. წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |