The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულბაათ ჭავჭავაძე

გულბაათ ჭავჭავაძე
სხვა სახელი:პანტელეიმონ
დაბადების თარიღი:1784
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 1863  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაო, სოფელი წინანდალი, კახეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

1822 წელს გულბაათ ჭავჭავაძე დაქორწინდა ანა იოსების ასულ ქობულაშვილზე (1809-1840), ხოლო 1840 წელს მარიამ ედიშერის ასული ლეონიძეზე (1812-1848), რომელიც გულბაათის გასვენების დღეს 1863 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა. პირველი ქორწინებიდან წყვილს შეეძინა ოთხი შვილი: ზაქარია, ანასტასია, დარეჯანი (დარია) და ანა, ხოლო მეორე ქორწინებიდანაც ოთხი შვილი: არჩილი, ეკატერინე (მალუცა), მარიამი და ნიკოლოზი. გულბაათ ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება წინანდალში გაატარა. XIX საუკუნის საქართველოში გულბაათ ჭავჭავაძე აღიარებული იყო უპირველეს თამადად. მთელი თავისი ცხოვრება ადგილ-მამულების დამუშავებით იყო დაკავებული. მიღებული შემოსავლით მან კარგი განათლება მისცა თავის უმცროს ძმებს და შვილებს. მიღებული განათლებით მისი ოჯახიდან შვიდი გენერალი გამოვიდა. მის შესახებ წერდნენ საქართველოში ჩამოსული მიხეილ ლერომონტოვი, ალექსანდრე დიუმა. იმდროინდელი რუსული პრესაც წერდა მის შესახებ. მიხეილ ლერმონტოვი მის შესახებ წერდა თავის მეგობარს, რავენსკის: "მე საქართველოში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, მათ შორის გამოვყოფ იასონ, სპირიდონ ჭავჭავაძეებს და მათ უფროს ძმას სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ გულბაათს". ალექსანდრე დიუმა კავკასიაში მოგზაურობის დროს შეხვდა მას, რაც აღნიშნა კიდევაც თავის წიგნში "კავკასია". რუსეთის მეფის მემკვიდრე ალექსანდრე II საქართველოში სტუმრობის დროს ის პეტერბურგში მიიწვია. მეფედ კურთხევის მერე ალექსანდრე II-ს გულბაათი პეტერბურგში ესტუმრა. ალექსანდრე II-მ დიდი პატივით მიიღო გულბაათი და კარგად უმასპინძლა. ცნობილმა ქართველმა პოეტმა ლადო ასათიანმა 1942 წელს გამოაქვეყნა ლექსი "გულბაათ ჭავჭავაძე", რომელიც მიუძღვნა ლეგენდარულ ქართველ მსმელსა და თამადას, გულბაათ ჭავჭავაძეს. გულბაათ ჭავჭავაძე დაკრძალულია წინანდალში, ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე. საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში კომუნისტებმა სასაფლაო გაძარცვეს და გაანადგურეს.

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: