The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფირან ჩერქეზიშვილი

Date of birth:17??
Date of death:1804
Category:Nobleman, Military Person

Biography

ფირან ჩერქეზიშვილი, სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელ კულბითიდან (შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი), იყო იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ნივთები. 1801 წელს, როცა იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები იმერეთში გადავიდნენ, ფირან ჩერქეზიშვილს მიჰქონდა და მოჰქონდა ბატონიშვილის წერილები ქართლის თავადაზნაურობასა და ოსებთან. ლაზარევმა მისი დაჭერის შესახებ  ბრძანება გასცა. როცა 1804 წლის ზაფხულში იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები იმერეთიდან სპარსეთში გადასვლას აპირებდნენ, სურამის გზაზე მათ თავს დაესხა ეგერთა როტა (გოგი რამინის ძე ამირეჯიბის მეთაურობით). როტასთან შებრძოლებისას "მოსწყვიტნენ მისთანა თარხნიშვილი ტეტია ძე ბეციასი და ჩერქეზიშვილი ფირან და კეზელი დათუა ძითურთ თვისით" ამ შეტაკებისას იულონ ბატონიშვილი შეიპყრე, ხოლო ფირან ჩერქეზიშვილი დაიღუპა.

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro



Share: