The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მიქელაძე

ალექსანდრე მიქელაძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:1928  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ჟანდარმერიის გენერალი ვარშავაში. დაქორწინებული იყო თავად ისიდორე გაბაშვილის ასულ ბარბარეზე (1877-1896), (ქუთაისი). დაჯილდოებული იყო  - იმპერატორ ალექსანდრე III მეფობის აღსანიშნავი ვერცხლის მედალით, წითელი ჯვრის მედალით - "1904-1905" წლებში იაპონიასთან ომის აღსანიშნავად, რომანოვების სახლის მეფობის 300  წლისთავისადმი მიძღვნილი მედლით; ორდენებით: სპარსეთის-ლომის და მზის III ხარისხის ორდენი, ბუხარის ოქროს ვარსკვლავის II ხარისხის ორდენი. გენერალ-ლეიტენანტი. 

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: