Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაქსი ჭავჭავაძე![]()
Biographyთბილისის სათავადაზნაურო საკრებულოს წევრი თელავის მაზრიდან, კამერ-იუნკერი. მან წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაქორწინდა არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელზე ევგენია (ჟენია) შაბლიკინაზე. მაქსი ჭავჭავაძე იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილის - მარიამისა და გენერალ ადიუტანტის ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძის შვილი. იგი იმდროინდელ საქართველოში განათლებით, კულტურით და ჩამომავლობით გამოირჩეოდა. წინანდლის გლეხობაში დიდხანს შემორჩა მაქსის უხვად დარჩენილი სიკეთის მადლი. ის გლეხთა და გაჭირვებულთა შემწე და თანამდგომი იყო. მისი მეუღლე ევგენია შაბლიკინა იყო წმინდა ნინოს სახელობის თელავის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. მაქს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყოლიათ და გლეხის შვილებს პატრონობდნენ. ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, სახლშიც მიჰყავდათ და იქ წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მათ ოჯახში მუდამ სტუმრიანობა იყო. ყველაზე გამორჩეული კი წინანადალში მხცოვანი მგოსნის აკაკი წერეთლის სტუმრობა იყო 1911 წელს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ადგილ-მამულების და სახლ-კარის ჩამორთმევაც არ იკმარეს და ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოც გაანადგურეს. მაქსი ჭავჭავაძე იყო უკანასკნელი ჭავჭავაძე, რომელიც წინანდალში ცხოვრობდა. მისი სახლი სოფლის საბჭომ სკოლას გადასცა. ის ერთხანს მის საკუთრებაში არსებულ სხვა სახლში ცხოვრობდა, ხოლო შემდგომ იძულებული გახადეს წინანდალი დაეტოვებინა და თბილისში გადასახლდა. 1933 წელს ის უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა. წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |