The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე კემულარია

კოტე კემულარია
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე კემულარია
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1975 წელს., საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის (ქ. მოსკოვი) ასპირანტურა. 
1975 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის პროკურატურაში გამომძიებლად; 1976-1979წწ. იყო პროკურატურის უფროსი გამომძიებელი; 1980-1983წწ. საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1987წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, არჩეული იყო პროკურატურის კოლეგიის წევრად. ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1992-1993წწ.  საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1994-1995წწ. ქ. მოსკოვის  იურიდიული სამსახურის "ინიურკონსალტინგის" ხელმძღვანელი; 1995 წელს თბილისში ჩამოაყალიბა საერთაშორისო იურიდიული კომპანია "ინიურსერვისი"; 1998 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს წევრად, ხელმძღვანელობდა იურიდიულ კომისიას; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული; 2004 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში; 2004-2005წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს 19 მეცნიერული ნაშრომი და 100-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევი. 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანალოგია სისხლის სამართლის პროცესში", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.250; livepress.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 195; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის საკრებულო, წევრი (1998-1989)
  • პარტია "გამარჯვებული საქართველო", წევრი (2019-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წეცრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი , წეცრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომსრის მოადგილე (2004-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "მოძრაობა დემოკრატიუოლი რეფორმებისათვის" -, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2001-2004)
  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, თავმჯდომარე (2004-2005)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: