შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადავით ზაქარიას (ზაალის) ძე ბარათაშვილი - დედამისი ანასტასია იყო გრიგოლ ჩოლოყაშვილის ასული. მამა ზაალ (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო გრიგორეცკის ინსტიტუტში, მაგრამ 1863 წელს პოლონეთის აჯანყების გამო აქ სწავლას თავი მიანება და მოსკოვის უნივერსიტეტში შევიდა. "იყო მოყვარე თავის ქვეყნისა და ქველმოქმედი. ბეთანიასა შესწირა 70 დესეტინა მიწა, 20 თუმანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ასაგებად. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოტანაც განჯიდან მისივე მეცადინეობით მოხდა. 300 თუმანი შესწირა ხონის საქალებო სასწავლებელს". დავით ბარათაშვილი იყო პუპლია (ალექსანდრე) ორბელიანის ცოლის – კატინას ძმისწული. ელისაბედ ელიზბარ ერისთავის ასულის სიტყვით - დიდი პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი. მისი მეუღლე იყო ციციშვილის ქალი, ჰყავდა ხუთი ქალი და ერთი ვაჟი ზალიკო. დავით ბარათაშვილი ხშირად ეთამაშებოდა ნარდს ილია ჭავჭავაძეს. დავით ბარათაშვილს ეკუთვნოდა "ქართლის ცხოვრების" ე.წ. "ბარათაშვილისეული" ნუსხა. 1893 წელს თავისი საგვარეულო საბუთები გადასცა წერა–კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკას. ქველმოქმედი. წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |