The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ბარათაშვილი

Date of birth:22 January, 1842
Date of death:1901  (at 58 years)
Category:Nobleman

Biography

დავით ზაქარიას (ზაალის) ძე ბარათაშვილი - დედამისი ანასტასია იყო გრიგოლ ჩოლოყაშვილის ასული. მამა ზაალ (ზაქარია) – ცნობილი მემამულე. განათლება მიიღო გრიგორეცკის ინსტიტუტში, მაგრამ 1863 წელს პოლონეთის აჯანყების გამო აქ სწავლას თავი მიანება და მოსკოვის უნივერსიტეტში შევიდა.  "იყო მოყვარე თავის ქვეყნისა და ქველმოქმედი. ბეთანიასა შესწირა 70 დესეტინა მიწა, 20 თუმანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ასაგებად. ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოტანაც განჯიდან მისივე მეცადინეობით მოხდა. 300 თუმანი შესწირა ხონის საქალებო სასწავლებელს". დავით ბარათაშვილი იყო პუპლია (ალექსანდრე) ორბელიანის ცოლის – კატინას ძმისწული. ელისაბედ ელიზბარ ერისთავის ასულის სიტყვით - დიდი პატრიოტი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი. მისი მეუღლე იყო ციციშვილის ქალი, ჰყავდა ხუთი ქალი და ერთი ვაჟი ზალიკო.  დავით ბარათაშვილი ხშირად ეთამაშებოდა ნარდს ილია ჭავჭავაძეს. დავით ბარათაშვილს ეკუთვნოდა "ქართლის ცხოვრების" ე.წ. "ბარათაშვილისეული" ნუსხა. 1893 წელს თავისი საგვარეულო საბუთები გადასცა წერა–კითხვის საზოგადოების ბიბლიოთეკას. ქველმოქმედი.

წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


Share: