The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ კიკალიშვილი

თენგიზ კიკალიშვილი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1938
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 2021  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1963 წელს.

1963 წლიდან გამოფენებში მონაწილეობდა. არის ავტორი ნამუშევრებისა: ვაჟას ქანდაკება (1963), "შურისმაძიებელი (1964), "დეიდა ანა", "არაქელას პორტრეტი", "დედა ენა" (1967), "გედი" (1968), "ადამიანი კოსმოსში" (1969), ვეტერანის პორტრეტი (1970), "მამაკაცის პორტრეტი" (ბრინჯაო, 1974), "ომის ვეტერანი", "ქიმიკოსის პორტრეტი" (1975), "ლოლა", "ა. ხორავას პორტრეტი" (1976), "სვანი გოგონას პორტრეტი", "არქეოლოგია - დიდებული რაინდის სამაროვანი - ეგზერსისი" (1977), "შ. ამირანაშვილის პორტრეტი" (1978), "ეზოს გუნდის კაპიტანი", "ქალის პორტრეტი" (1979) და სხვა. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: თბილისი (1977), "ფიზკუტურა და სპორტი სახვით ხელოვნებაში" (თბილისი, 1979), "ჩვენ ვაშენებთ კომუნიზმს" (1981), "ქართული დაზგური ქანდაკება" (თბილისი, 1991), საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (მოსკოვი, 1987). პრემიების ლაურეატი ნამუშევრებისათვის: გალაკტიონის პორტრეტი (1974), კ. გამსახურდიას პორტრეტი (I პრემია, 1976), დიდგორის გმირთა მემორიალი (1985). პროფესორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.257; დრო მეტად დააფასებს : გარდაიცვალა თენგიზ კიკალიშვილი // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2021.- 21-22 აპრილი.- N 85-86 (9204-9205).-გვ.11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1966-2021)

გააზიარე: