The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ყიფიანი

დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1936  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო სრული კურსის დასრულება ვერ შეძლო - (მამის გარდაცვალება, უსახსრობა), იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებული. ლევან ყიფიანი, საერთოდ, რუსულად წერდა და ძირითადად რუსულ პრესაში ("კავკაზ", "ნოვოე ობოზრენიე", "კავკაზსკი ვესტნიკ", ქართული "ცნობის ფურცელი" და სხვ.) თანამშრომლობდა, სადაც ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ თხზულებებს, ლიტერატურულ და თეატრალურ რეცენზიებს. რუსულ ენაზევე აქვს გამოქვეყნებული პოეტური ("Думы и песни") და პროზაული ("Сказки жизни") კრებულები.  ლევან ყიფიანს უკიდურესად ნეგატიურად ახასიათებს შალვა ამირეჯიბი და უწოდებს მას "უხამს ქართველს". აგდებით უწერია მასზე გიორგი კობახიძესაც (მიხეილ წერეთლის ნაამბობი, ჟურნალი "ლაშარი" 1991, №1, გვ. 120).

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro

ბიბლიოგრაფია

  • Думы и песни (ავტორი). - Санкт-Петербург, Тип. т-ва М.О. Вольф, 1905. - 156с.
  • Студенты : Рассказы (ავტორი). - Санкт-Петербург, 1904. - 47с.

გააზიარე: