შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ფირანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. სწავლის პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორად; 1960-1976 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სახასიათო როლები შექმნა ფილმებში: "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (ნ. სანიშვილი, 1955), "ჩვენი ეზო" (რ. ჩხეიძე, 1956), "საბუდარელი ჭაბუკი" (შ. მანაგაძე, 1957). "ნინო" (ლ. ესაკია, 1959), "ლონდრე" (თ. მელიავა, 1966), "ლაზარეს თავგადასავალი" (ქ. ხოტივარი, რ. ხოტივარი, 1972), "ივანიკა და სიმონიკა" (პ. ჩარკვიანი, 1975), "ქალაქი ანარა" (ი. კვირიკაძე, 1976) და სხვა; მის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმებია: "მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი", "ბახვის მანიფესტი", "ჩირიკი და ჩიკოტელა", "მზის ჩასვლის წინ" (1968), "ფრთხილად ნინიკო" (1975), დოკუმენტური ფილმები: "ნასაკირალის ნაპერწკლები" (1970), "წინანდალი" (1971). თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 175; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია).- თბ., 2007.- გვ.11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |