შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ქადიეშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ "ძველი სახლის" სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია ("სემირამიდას ბაღები", ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა ("მთვარის მოტაცება", თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი ("ციმბირელი პაპა", გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა ("პირველი მერცხალი", ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო ("გაქცევა გათენებისას", ს. დოლიძე, 1975), ხირხალა ("სიყვარული ყველას უნდა", გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), კობიძე ("სახლი ლესნაიაზე", ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე ("მევლუდი", ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი ("წინამორბედი", ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობს ფილმებში: "კავკასიის ტყვე" (გ. კალატოზიშვილი, 1978), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ"( ყ. მგელაძე, 1980), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (ლ. აბაშიძე, 1980), "ჟამი მოქცევის" (ნ. ომიაძე, 1982), "სათნოებათა კიბე" (ნ. წულაძე, 1986) და სხვ. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 177; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; მედიასახლი "გურია ნიუსი": gurianews.com; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |