The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქაიხოსრო ყიფიანი

დაბადების თარიღი:1795
გარდაცვ. თარიღი:1869  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქაიხოსრო ივანეს (ქოჩოს) ძე ყიფიანი აქტიურად მონაწილეობდა იმერლების დაფიცებაში რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე, რის გამოც 1810 წელს ჯილდოზე წარადგინეს. მსახურობდა ქართულ მილიციაში და მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში: იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყების ჩაქრობაში, რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების რუსეთ-ოსმალეთის და 1828-1829 წლების ომებში, რისთვისაც 1829 წელს პრაპორშჩიკის სამხედრო ხარისხი ებოძა. 1839-1840 წლებში ქაიხოსრო ყიფიანი ხეფინისხევის ბოქაული იყო, 1841-1851 წლებში საუბნო მსაჯულის თანაშემწე, 1851 წლიდან კი სურამის საბაჟო პოსტზე მსახურობდა ზედამხედველის თანაშემწედ. 1854 წელს ქაიხოსრო ყიფიანი მონაწილეობდა ყირიმის ომში. 1854 წლის 2 აგვისტოს გენერალი ვასილ ბებუთოვი წერდა დიმიტრი ყიფიანს: "შენი ძმა ქაიხოსრო 24 ივლისს ქურუქ-დარაში იბრძოდა, მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ სხვა მხრივ კარგად არის". ქაიხოსრო ყიფიანი დაქორწინებული იყო აზნაურ ეფემია კორინთელზე. ქაიხოსრო ყიფიანის შვილებმა (დავითმა, მიხეილ-მიშო, ეფროსინე კლდიაშვილისა...) შესამჩნევი კვალი დატოვეს საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. ქაიხოსრო ივანეს (ქოჩოს) ძე ყიფიანი - დიმიტრი ყიფიანის ძმა. ქაიხოსროს შვილიშვილია მწერალი ლევან დავითის ძე ყიფიანი.

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: