The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარსაბ ყიფიანი

დაბადების თარიღი:1852  (173 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ლუარსაბ ქაიხოსროს ძე ყიფიანი - ქვიშხეთელი აზნაური, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. "დროების" ერთ-ერთ პუბლიკაციაში ლუარსაბი ასეა დახასიათებული: "ერთი ყიფიანია, ლუარსაბ, რომელიც ძველებურ დროში რომ ყოფილიყო, ბევრ მამულის მტერ თათარსა და ლეკს თავს ზარს დასცემდა თავის ვაჟკაცური შეხედულებით და მამაცობით. მაგრამ ეხლა ისიც დაჩაგრულ, განიორწყლებულ გლეხ-კაცებს სულთა-მხუთავსავით აშინებს და აფრთხობს. ხაშურსა და სურამს ორი თუმანი არა ჰყოფნის; სკოლის ხსენება ჭირისავით ეჯავრება. ამან რომ მოინდომოს, ქვიშხეთში კი არა ღორნაკალზე გააკეთებინებს ქვიშხეთელებს კარგ სკოლასო...". საპასუხო წერილში ლუარსაბ ყიფიანი თავს იმართლებს: "ქვიშხეთში სკოლის გასამართად დიდი შრომა მაქვს გაწეული, მაგრამ თვითონ მოსახლეობაა ამ საქმისადმი უიმედოდ განწყობილიო..." 1893 თუ 1894 წელს ლუარსაბ ყიფიანის ოჯახში, მისი ერთ-ერთი ქალიშვილის ქორწილში, სტუმრად ყოფილა ილია ჭავჭავაძე. 1888 წლის აგვისტოში, სურამში, ლუარსაბ ყიფიანს ჩხუბში კაცი (სპირიდონ მაჭავარიანი) შემოკვდომია.

წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro

გააზიარე: