The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაიანე ბაგრატიონ-გრუზინსკაია

Date of birth:1780
Date of death:20 July, 1820  (at 40 years)
Burial location:იკორთის ტაძარი, გორის მუნიციპალიტეტი
Category:Nobleman

Biography

გაიანე ბატონიშვილი, გიორგი XII-ის და მისი პირველი მეუღლის ქეთევან ანდრონიკაშვილის ასული. ეპიტაფიის მიხედვით, გარდაიცვალა 1820 წლის 22 ივლისს 35 წლისა. მაშასადამე დაბადებულა 1785 წელს. ეს კი სწორი არ არის, რადგან მისი დედა -  პაპუა ანდრონიკაშვილის ასული ქეთევანი გარდაიცვალა 1782 წლის 2 ივნისს თეიმურაზზე მოლოგინების შემდეგ (თეიმურაზი კი დაიბადა 1782 წლის 23 აპრილს), ამიტომ უფრო სწორია ოფიციალური ცნობა 1801 წლის 1 აპრილისა, რომლის თანახმად გაიანე 20 წლისად არის ნაჩვენები, ამის მიხედვით ის დაბადებულა 1780 წელს. 1806 წლის სექტემბერში გენერალ–მაიორმა ნესვეტაევმა მიიღო გუდოვიჩის მიწერილობა – ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე გაეგზავნა თელავიდან მოსკოვს. 1808 წლის თებერვალში ბატონიშვილები რიფსიმე და გაიანე მოსკოვში არიან, ითხოვენ პენსიის მომატებას და მოსკოვიდან პეტერბურგში დასახლებას. გაიანე ბატონიშვილი იღებდა 900 მანეთს პენსიას წელიწადში. მისთვის, როგორც გაუთხოვრისთვის ჩათვალეს, რომ ეს პენსია საკმარისია. 1808 წლის 15 ივნისს გაიანე ბატონიშვილს, რომელიც თხოვდებოდა პოლკოვნიკ გიორგი ერისთავზე სახელმწიფო საბჭომ დაუნიშნა მზითევი – 12000 მანეთი, იმ ოდენობისა, როგორიც ეძლეოდათ ფრეილინებს გათხოვებისას.  გაიანე ბატონიშვილი 1808 წელს გახდა მეუღლე გიორგი იესეს ძე ერისთავისა (სენატორისა) (1772–1863).  გაიანე გარდაიცვალა 1820 წლის 22 ივლისს, დასაფლავებულია იკორთის მონასტერში. დარჩა ვაჟი ზაქარია და ქალები - ქეთევან და მარიამი. ქეთევანი გათხოვდა მამუკა ორბელიანზე, მარიამი-გრიგოლ ერისთავზე. მისი ვაჟი, პოლკოვნიკი ზაქარია ერისთავი მოკლეს ლეკებმა 1850 წლის 4 აგვისტოს ზაქათალა-მუღანლოს გზაზე.

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro



Share: