The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ჭავჭავაძე

დაბადების თარიღი:1755
გარდაცვ. თარიღი:1825  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თავადი, ქართლ-კახეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ილია ჭავჭავაძის პაპა. მეფე ერეკლე II-ის დაღესტანზე ლაშქრობის მონაწილის - თავად ბესპაზ ჭავჭავაძის ვაჟი. აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს ტახტზე სოლომონ II- ის აყვანაში. გიორგი XII მას ხუთასისთავობა უბოძა, ევალებოდა ბახტრიონიდან გავაზამდე შეკრებილი მოლაშქრეების მეთაურობა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ახალი მთავრობა პაატა ჭავჭავაძეს უნდობლად უყურებდა, მხოლოდ 1816 წელს აღუდგინა ძველი ღირსება კავკასიის მთავარმართებელმა ალექსეი ერმოლოვმა. დაიღუპა სოფელ გავაზზე ლეკების თავდასხმის მოგერიებისას. პაატა ჭავჭავაძემ იქორწინა პელაგია ანდრონიკაშვილზე. მათ ჰყავდათ 6 (შესაძლოა 7) შვილი: მაკრინე (1792-1872) - თავად ივანე ერისთავის მეუღლე, ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა; მიხეილი (1802-1832) - დაიღუპა ლეკებთან შეტაკებისას; სიმონი (1802-1827) - რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი, დაიღუპა ერევანთან სპარსელებთან ბრძოლაში; ალექსანდრე (1808-1838) - რუსეთის არმიის ოფიცერი, დაიღუპა დაღესტნის ომში, გრიგოლი (1811-1852) - რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი, ილიას მამა; გარსევანი (1816-1847) -რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი, დაიღუპა დაღესტნის ომში.

წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro



გააზიარე: