შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კირთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-1992წწ. იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1996წწ. Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი კავკასიაში; 1993-1994წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის კონსულტანტი; 1999-2000წწ. არის რეჟისორი ფილმებისა: "ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე", 2000-2001წწ. "ჩეჩნური იავნანა", "უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ" (2003), "სტალინი სტალინის შესახებ", "სტალინი - ღვთაების დასაფლავება (2003), "მილსადენის მეზობლები" (2005), "Lettre Py" (2005), "ქართული ნაციონალური ბალეტი". შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ღირსეული ადამიანი", "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი". მიღებული აქვს ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი, 2002); რუდოლფ ვირბას პრიზი (პრაღა, 2002); ოქროს I პრიზი (ბიარაცი, საფრანგეთი, 2003); ლუის მარკორელის პრიზი (პარიზი); საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო (2003); გრან პრი Visions du Reel (ნიონი, შვეიცარია, 2005); Templton Foundation - მთავარი ჯილდო (შვეიცარია, 2005); ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2005); ევროპული კინოაკადემიის პრემია "ფელიქსი" სცენარისათვის, 2006), "დურაკოვო, ბრიყვების სოფელი" (2007, სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი რეჟისურისთვის, 2008), "რწმენისათვის, მეფისათვის, სამშობლოსათვის" (2007; რუსეთი), "ზოგი რამ საქართველოს შესახებ" საფრრანგეთ-საქართველო (2009), "არ ისუნთქო" (საფრ. 2014). 2019 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი "ევრიმაჟში". როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში: "წიგნი ფიცისა" (რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, ა. დარსაველიძე, 1983), "თოვლის ბაბუა" (ფიფქია, რეჟ. მ. ანთაძე, 1986), "დღე" (ნატალია, რეჟ. ლ. ღლონტი, 1993), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (ცეცილია აბაშიძე, რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1996), "კაცი, რომელიც ნდობას იმსახურებს" (ანა, რეჟ. ფ. მონიე, 1997), "ორი ნული" (დედილო მალი, რეჟ. ჟ. პირესი, 2004), "სარტრი, ვნების ასაკი" (ლენა ზონინა, რეჟ. კ. გორეტა, 2006, სამივე საფრანგეთი), "მეტეოიდიოტი" (ქალბატონი სიკვდილი, რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 2008), "ოქროს ძაფები" (ელენეს ქალიშვილი, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 2019), მადლენის როლი შეასრულა ფრანგი რეჟისორის, გ. ჟულიენ-ლაფერიეს ფილმებში. "ეს რა ოჯახია?!" (2016), "ეს რა ბებიაა?!" (2019); "ეს რა ბაბუაა?!" (2021) და სხვ. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.262; ქართული კინო: georgian-cinema.ge; radiotavisupleba.ge; marao.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 62 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |