The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ორბელიანი

თამაზ ორბელიანი
სხვა სახელი:თომა ორბელიანი
დაბადების თარიღი:1768
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1815  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის საკათედრო ტაძარი, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ერეკლე II-ის და ანა ცოლად ჰყავდა დემეტრე ორბელიანს. დემეტრეს შვილის, მამუკა ორბელიანის შვილია თამაზ ორბელიანი. თამაზის დედა იყო გიორგი ერისთავის ასული მაია, ხოლო  დეიდა – გიორგი ერისთავის მეორე ასული ანა იყო ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე. იმერეთის დედოფალი ანა მათეს (მამუკას) ასული იყო თამაზის და. ერეკლეს II-ის მეფობის ბოლო წლებში და გიორგი XII-ის მეფობის დროს, 1801 წლის დასაწყისში, ეშიკაღაბაში (სამეფო დარბაზობის დროს ეშიკაღაბაში ობერ-ცერემონმაისტერის მოვალეობას ასრულებდა და დარბაზის მსვლელობას აწესრიგებდა). თამაზ ორბელიანი იულონ ბატონიშვილის პარტიაში იყო. 1801 წელს ფარნაოზ და იულიონ ბატონიშვილებთან ერთად იმერეთში გაიხიზნა. 1801 წლის ბოლოდან, ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, თამაზ ორბელიანმა პოზიცია შეიცვალა. 1802 წელს მან "სტატსკი სოვეტნიკის" ჩინი მიიღო. ეს ჩინი შემდეგში ბრიგადირის სამხედრო ჩინად იქნა გადარქმეული. (ეს იყო V კლასის ჩინი, გენერალსა და პოლკოვნიკს შორის). 1803 წლის იანვარში თამაზ ორბელიანი გაგზავნეს ერევნის ხანთან დანიელის გაპატრიარქების შესახებ მოსალაპარაკებლად. როგორც დემურჩი–ასალუს მოურავს, მას 1803 წელს დაავალეს ასი ცხენოსნის გამოყვანა. 1804 წლის ოქტომბერში მან მთიულეთის აჯანყების შემდეგ სპარსეთისაკენ ლტოლვილი ბიძა, ფარნაოზ ბატონიშვილი დაიჭირა და თბილისში ჩამოიყვანა. ამის შემდეგ თამაზ ორბელიანმა გენერალ–მაიორის ჩინი მიიღო. იგი იყო დემურჩი–ასალუს მოურავი. ეს სამოურავო ერეკლე II-მ მზითვად გაატანა თავის დას ანას, რომელიც იყო თამაზის ბებია (მამის დედა). 1812 წლიდან თამაზ ორბელიანი თავად-აზნაურობის საგუბერნიო მარშალი იყო. 1813 წელს იგი სხვა თავადებთან ერთად გაჰყვა რტიშჩევს სპარსეთთან გულისტანის ზავის დასადებად. დასაფლავებულია სიონში. მისი საფლავის ქვაზე გაკეთებული იყო შემდეგი წარწერა: "გენერალ-მაიორი და კავალერი თამაზ ჯამბაკურ-ორბელიანი, მამუკას ძე  გარდაიცვალა 12 ივლისს, 1815, 47 წლისა." 1811 წელს თამაზ ორბელიანს აუგია კოშკი სოფელ ვაშლოვანში, თეთრიწყაროს რაიონი.

წყარო: საინფორმაციო პორტალი - საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: