The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასლან ორბელიანი

დაბადების თარიღი:1767
გარდაცვ. თარიღი:1826  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ასლან ნიკოლოზის ძე ორბელიანი იყო გიორგი XII-ის ეშიკაღაბაში (სამეფო დარბაზობის დროს ეშიკაღაბაში ობერ-ცერემონმაისტერის მოვალეობას ასრულებდა და დარბაზის მსვლელობას აწესრიგებდა). სპარსული ენის მცოდნე. ერმოლოვის თხოვნით დაამშვიდა არეულობა ყაზახში და "არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს". შამქორთან სპარსელების  დამარცხების (1826 წლის 2 სექტემბერი) შემდეგ ერმოლოვმა ჰკითხა ასლანს: "მითხარ, გიყვარვარ თუ არაო?"... ასლანმა უპასუხა, "სარდალო, არც მყვარებიხარ და არც მიყვარხარო".

წყარო: საინფორმაციო პორტალი-საქართველოს თავად - აზნაურთა გენეალოგიური და ბიოგრაფიული მონაცემები: nobility.pro


გააზიარე: