შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე 1946-1948წწ., დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სამხატვრო (1951) და სარეჟისორო (1951) ფაკულტეტები. 1943-1941წწ. მუშაობდა მსახიობად თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში; 1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. გადაიღო სადიპლომო ფილმი "მტრები" (1956), როგორც მსახიობი მონაწილეობდა ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით დადგმულ ფილმებში ("ალიაქოთი", "მანდილოსნები"). საქართველოში გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჭიაკოკონა" (1941), "უყაიმო თამაში" (1966). შემდეგ წლებში მუშაობდა რეჟისორად მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "ეკრანში" (გადაიღო მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი "სინდისი", 1974). კინო რეჟისორი და სცენარისტი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 177; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; kino-teatr.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |