The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ქავთარაძე

იური ქავთარაძე
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1923
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 1979  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე 1946-1948წწ., დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სამხატვრო (1951) და სარეჟისორო (1951) ფაკულტეტები.

1943-1941წწ. მუშაობდა მსახიობად თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში; 1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. გადაიღო სადიპლომო ფილმი "მტრები" (1956), როგორც მსახიობი მონაწილეობდა ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით დადგმულ ფილმებში ("ალიაქოთი", "მანდილოსნები"). საქართველოში გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჭიაკოკონა" (1941), "უყაიმო თამაში" (1966). შემდეგ წლებში მუშაობდა რეჟისორად მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "ეკრანში" (გადაიღო მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი "სინდისი", 1974). კინო რეჟისორი და სცენარისტი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 177; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.gekino-teatr.ru


გააზიარე: