Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1933 წელს. 1933-1944წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "ქალაქმშენში" და სასოფლო მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1944-1954წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო-შრომითი რეზერვების ტერიტორიული სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1954-1958წწ. საქართველოს სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის მშენებლობისა და საშენ მასალათა განყოფილების უფროსი; 1958-1981წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილე, სექტორის გამგე და განყოფილების გამგე; 1981-1989წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსად; ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი ნაგებობების, მათ შორის: "ბაქტერიოფაგის", კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის (ბორჯომში), კინოსტუდიის, ბაკურიანის სპორტული კომპლექსის, სახელმწოფო შრომითი რეზერვების ობიექტების მშენებლობას; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.555-556 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |