The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ ქათამაძე

Date of birth:14 March, 1938  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭავანა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში დურგლად, კომპლექსური ბრიგადის ბრიგადირად, პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის საღამოს განყოფილებაზე; 1963 წელს მუშაობა გააგრძელა N5 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად; 1966 წლიდან ამავე ტრესტის კადრების განყოფილების უფროსი იყო; 1976-1980წწ. მუშაობდა ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1980-1986წწ. ამავე ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი იყო; მისი მონაწილეობითა და კურატორობით აშენდა ხიხაძირის, ხულოს, ჭვანის, ერგეს, ქ. ბათუმის (ლეონიძის დასახლებაში) სკოლები, ბათუმის უნივერსიტეტის ახალი კორპუსი, ჭოროხის ინერტული მასალების ქარხანა, ბათუმის მაღალი ძაბვის ლაბორატორია, შუახევისა და ქედის რაიონული სავადმყოფოები, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ხიდი ბარცხანასა და ხელვაჩაურის რაიონში; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.556

Awards and Honors

  • ღირსების მედალი

Share: