The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ქანდარია

გურამ ქანდარია
Date of birth:1946
Date of death:2009  (at 63 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი მაისი, ხობის რაიონი.

დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1964 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად; 1981 წელს ინსტიტუტის ქ. ფოთის ფილიალის კოლხეთის საპროექტო განყოფილების უფროსად გადაიყვანეს; უშუალოდ მონაწილეობდა კოლხეთის დაბლობზე სადრენაჟო სისტემების ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთებული მუშა პროექტის მომზადებაში; ამ საკითხებზე გარკვეული ტექნიკური წინადადებებიც ჰქონდა შემუშავებული; 1994 წელს დაინიშნა ქ. ფოთის საპროექტო ორგანიზაციის "ქალაქპროექტის" დირექტორად; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქ. ფოთის კომპლექსის განაშენიანებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.556


Share: