შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ლაშქარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1837-1951წწ. საშუალო სკოლების მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე, დირექტორი; 1951 წლიდან პარტიის თბილისის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, შემდეგ თბილისის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1953 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე; 1960-1976წწ. საქართველოს სსრ განათლების მინისტრი; 1976 წლიდან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. არჩეული იყო სსრ კავშირის მეშვიდე და მერვე მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, საქართველოს სსრ მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეცხრე მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოვებულია მედლებით. წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.143 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |