The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ქართველიშვილი

გაბრიელ ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1990  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1935 წელს.

1930 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში ტექნიკოს-მშენებლად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1937-1941წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენის" მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1941-1945წწ. II მსოფლიო ომის პერიოდში იბრძოლა საბჭოთა არმიის რიგებში, იყო არმიის საარტილერიო ქვედანაყოფის უფროსი; 1946-1957წწ. საბჭოთა არმიის რიგებიდან დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენის" მთავარ ინჟინრად, "ტრანსწყალმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მთავარ ინჟინრად, "ამიერკავკასმეტალურგმშენის"  მმართველის მოადგილედ; 1957 წელს დაინიშნა სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" უფროსად; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე თავი გამოიჩინა, როგორც გამოცდილმა ინჟინერმა, სამშენებლო წარმოების კარგმა ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა; წლების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეტალურგიის სფეროს ობიექტების მშენებლობაში რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში; 1969-1972წწ. მივლინებული იყო ირანში მეტალურგიული კომბინატის მშენებლობის მთავარ ექსპერტად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.557

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სსრ მშენებლობის მინისტრი (1962-1965)
  • საქართველოს უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: