The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქართველიშვილი

გიორგი ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1941
გარდაცვ. თარიღი:2015  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963-1972წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სადაც მუშაობდა ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველის მოადგილედ, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1973-1977წწ. მივლინებული იყო ირანსა და ეგვიპტეში მეტალურგიული ქარხნების მშენებლობაზე; 1977-1993წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე და პირველი მოადგილე; 1994 წლიდან მუშაობდა მოსკოვში და იყო საწარმოო-სამშენებლო ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი; მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის მნიშვნელოვანი სამრეწველო, საბინაო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.557

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: