Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქართველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1972წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში, სადაც მუშაობდა ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველის მოადგილედ, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1973-1977წწ. მივლინებული იყო ირანსა და ეგვიპტეში მეტალურგიული ქარხნების მშენებლობაზე; 1977-1993წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე და პირველი მოადგილე; 1994 წლიდან მუშაობდა მოსკოვში და იყო საწარმოო-სამშენებლო ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი; მთელი თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის მნიშვნელოვანი სამრეწველო, საბინაო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.557 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |