The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ქარსიძე

კობა ქარსიძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1964 წელს.

1963-1970წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკაზელექტროქსელმშენის" N1 მექანიზებულ კოლონაში ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, პიატიგორსკის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1972-1978წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგოს" სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსაოფლელექტრომშენის" N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად და უფროსად; 1978-1988წწ. ტრესტ "საქსოფლელექტრომშენის" მთავარ ინჟინრად: 1988-1992წწ. "საქენერგოს" სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1992-1994წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ელექტრომშენისა" და 1994-2007წწ. სს "ანძის" მთავარი ინჟინერი; 2007 წლიდან შპს "დარიალის" დირექტორია; მონაწილეობდა სოჭის (110კვ) და "დიდი ზესტაფონის" (220კვ) ქვესადგურების, "ენგურჰესი-თბილსრესის" (500კვ), "მესტია-ზემოსვანეთის", "ენგურჰეს-მესტიის" (110/35კვ), "ტყვიავი-მეღვრიკისის" (35კვ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაში; ასევე, სომხეთში სპიტაკის მიწისზვრის შედეგად დანგრეული და აფხაზეთის ომის დროს დაზიანებული (220-110კვ) ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების აღდგენით და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.557-558

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: