Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენი ქარუმიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1951 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო გორში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ორგანიზაციის ხელმძღვანელად; 1956-1964წწ. მუშაობდა ქ. გორის მთავარ არქიტექტორად; 1064-1972წწ. საქართველოს მშენაბლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად და მმართველად; 1972-1984წწ. ამავე სამინისტროს საწარმოო-განმკარგულებელი სამმართველოს უფროსად და კოლეგიის წევრად; 1984-1986წწ. იყო საქართველოს გაზიფიკაციის სახელმწოფო კომიტეტის სამშენებლო ტრესტის მმართველი, მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი; 1986-1991წწ. ქ. გორის მთავარი არქიტექტორი; 1991-1999წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; მშენებლობაში პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოს დირექტორის მოადგილე; ხელმძღვანელობდა არაერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სამოქალაქო და საბინაო დანიშნულების ობიქტის, მათ შორის: გორის ბამბეული ქსოვილების კომბინატის (II რიგის), გორისა და აგარის საკონსერვო, სურამის მინის ტარის ქარხნების (I რიგის), ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.558; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |