Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ქაშაკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ბაღდათი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა 1972 წელს. 1966-1969წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენში" მშენებლობის ორგანიზაციის განყოფილების ინჟინრად; 1972-1981წწ. ამავე სამინისტროს ტექნიკურ სამმართველოში - პროექტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, უფროსად; 1981-1988წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტისა და 1988-1993წწ. ტრესტ "საქსომხეთმშენის" მთავარი ინჟინერი; 1993-1997წწ. სამშენებლო ფირმა "თბილისის" ტექნიკური დირექტორი; 1997 წელს სს "კაპმშენის" საფინანსო-ტექნიკური სამსახურის უფროსი; 1997-2004წწ. მუშაობდა გაზის საერთაშორისო კორპორაციაში მშენებლობის მენეჯერად, საგურამოს საექსპლუატაციო სამმართველოსა და მაგისტრალური გაზსადენების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსად; 2004-2008წწ. იყო კომპანია "აქსისის" მთავარი ტექნოლოგი, "აქსისის პალას-2-ის" სამშენებლო უბნისა და ბიზნესცენტრის სამშენებლო უბნის უფროსი; 2008 წლიდან არის სამშენებლო კომპანია შპს "უნისტ ჯორჯიას" მთავარი ტექნიკური მენეჯერი; მონაწილეობდა სომხეთის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანმანათლებლო, სოციალური დანიშნულებისა და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობაში; თბილისის ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის საზოგადოებრივ-სავაჭრო ცენტრი "თბილისის მოლი" (დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კმ). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.559; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.61 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |