Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ ქაცარავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1960-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965-1970წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში - მთავარ სპეციალისტად; 1970 წლიდან იყო თბილისის ზონალურ ს/კ ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი; შრომითი საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა თბილისის არაერთი მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ახალი კონსტრუქციული სისტემების შესაქმნელად ჩატარებულ სამეცნიერო-ექსპერიმენტულ კვლევებს; აქტიურად მონაწილეობდა ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე მიწისძვრისა თუ სხვა სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გამაგრებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.560 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |