შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ქაცარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლესელიძე, გაგრის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. 1968-1972წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში ტექნიკოს-კონსტრუქტორად და ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1972-1982წწ. სამშენებლო ტრესტ "იალტასპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, სამშენებლო უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1982-1992წწ. იყო აფხაზეთის ასს რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს გაგრის საშენ მასალათა კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1992-1999წწ. თბილისის "ქალაქგაფორმების" კომბინატის სამუშაოთა მწარმოებელი; 1999-2006წწ. სს "პროკრედიტბანკის" საპროექტო-სამშენებლო სამსახურის უფროსი; 2006 წლიდან არის შპს "გაგრა-999"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; ხელმძღვანელობდა ქ. გაგრაში 450-ადგილიანი სასტუმროს თექსვმეტსართულიანი შენობის (ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციებით) მშენებლობას, სანატორიუმ "უკრაინას" კომპლექსის სრულ რეკონსტრუქციას; დაპროექტებული და აშენებული აქვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ქ. გაგრის ზონაში, სს "პროკრედიტბანკისა" და სს "საქართველოს ბანკის" ქუთაისის, ხაშურის და ზუგდიდის ფილიალები; მისი ხელმძღვანელობიტ განხორციელდა 50-ზე მეტი საბანკო ფილიალის შენობის რეკონსტრუქცია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.560-561
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |