The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ქაჯაია

თამაზ ქაჯაია
Date of birth:15 July, 1944  (80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი როკითი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ტაშკენტში (უზბეკეთის სსრ); 1970-1975წწ. მუშაობდა საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სრედაზტრანსსტროის" ("შუააზიატრანსმშენის") N209 სამშენებლო სამმართველოს ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1979წწ. ამავე ტრესტის N194 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის მთავარ ინჟინრად; 1979-1993წწ. N623 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის უფროსად; 1994-1999წწ. ხელმძრვანელობდა სამშენებლო ტრესტ "სრედაზტრანსსტროის" და 1999-2003წწ. ამავე ტრესტის N623 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებელს; 2003-2008წწ. საწარმოო ტრესტ "ტაშვოდოკანალის" (ტაშკენტწყალკანალის) სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს. მიღებული აქვს სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალი ტაშკენტის აეროვაგზლის კომპლექსის მშენებლობისთვის, უზბეკეთის "საპატიო რკინიგზელის" წოდება, სსრკ საპატიო სატრანსპორტო მშენებელის წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.561-562


Share: