Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ქაჯაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, შახტმშენებლობის სპეციალობით 1953 წელს. 1953-1958წწ. მუშაობდა ტრესტ "ტყვარჩელშახტმშენში" ინჟინრად; 1958-1965წწ. სამთო მაშველი ორგანიზაციის მეთაურად; 1965-1972წწ. ამავე ორგანიზაციის შტაბის მთავარ ინჟინრად; 1972-1978წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ტყვარჩელშახტმშენის" მთავარი ინჟინერი; 1978-1992წწ. ამავე სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ტექნოლოგი; 1982-1991წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს მთავარი ტექნიკური ექსპერტი; მისი მონაწილეობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა N6 და N8 შახტები, დოლომიტის გამამდიდრებელი ფაბრიკა ტყვარჩელში, მთავრობის სახლი სოხუმში, ფეხბურთის სტადიონი ქ. ლანჩხუთში, ორი საკონსერვო ქარხანა, მეფრინველეობის კომპლექსები და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის ახალი სოფლები, ქ. ხობის საავადმყოფო და სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტები; მიღებული აქვს როგორც საკავშირო, ასევე რესპუბლიკური სამინისტროების საპატიო სიგელები და წამახალისებელი ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.562
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |