შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ქებულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1961წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფლელექტრორემმშენში" ინჟინრად; 1961-1966წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტის" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1966-1967წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველო "ქიმმრეწვმშენის" სამუშაოთა მწარმოებლად; 1967-1969წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად; 1969-1978წწ. მადნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატის მშენებლობის სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად;1976-1978წწ. იყო საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციის უფროსის მოადგილე; 1978-1981წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლსაშენი კომბინატის N2 სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1981-1982წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სახლსაშენი კომბინატის რაზმის უფროსი; 1982 წლიდან ხელმძღვანელობდა საპროექტო-ტექნოლოგიურ ბიუროს (ამჟამად - შპს "საპროექტო-ტექნოლოგიური ბიურო"); მონაწილეობდა ტყიბულისა და ტყვარჩელის რიგი შახტების, ჭიათურის ერთ-ერთი საბაგირო გზის, რუსთავის ქიმიური ქარხნის კაპროლაქტამის საწარმოს კორპუსის მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა დაბა კაზრეთის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის, თბილისის ვაზისუბნისა და გლდანის დასახლებების ცალკეული მაღლივი კორპუსების, სოფელ სამთაწყაროს დასახლების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.563
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |