შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ქობულოვი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა პეტერბურგის კერძო გიმნაზიაში და სორბონის უნივერსიტეტში (1907-1911). მსახურობდა რუსეთის მეფის არმიაში. 1928 წლიდან მუშაობდა "სახკინმრეწვში". შეასრულა როლები: ჭიჭიკო ("ბურთი და მოედანი", ყ. მგელაძე, 1961), წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი ("ღიმილის ბიჭები", რ. ჩხეიძე, 1969), ხასბულატი ("სამკაული სატრფოსთვის", თ. აბულაძე, 1972), ელისოს პაპა ("მშვენიერი კოსტუმი", ლ. ელიავა, 1973), ჩობანი ("ყმაწვილი კაცი", გდრ, 1973); გადაღებულია ფილმებში: ჯანყი გურიაში (ა. წუწუნავა, 1928), "კომუნარის ჩიბუხი" (კ. მარჯანიშვილი, 1929), "უგუბზიარა" (დ. რონდელი, 1930), "ბაში-აჩუკი" (ლ. ესაკია, 1956), "ჩვენი ეზო" (რ. ჩხეიძე, 1956), "ოთარაანთ ქვრივი" (მ. ჭიაურელი, 1957), "სხვისი შვილები" (თ. აბულაძე, 1958), "მაიაკოვსკი იწყებოდა ასე..." (კ. პიპინაშვილი, 1958), "ფატიმა" (ს. დოლიძე, 1958), "ყვავილი თოვლზე" (შ. მანაგაძე, 1959), "ამბავი ერთი ქალიშვილისა" (მ. ჭიაურელი, 1960), "ენგურის ნაპირებზე" (დ. რონდელი, 1961), "ერთი ცის ქვეშ" (ლ. ღოღობერიძე, 1961), "არდადეგებზე" (მ. კოკოჩაშვილი, 1963), "პალიასტომი" (ს. დოლიძე, 1963), "ვინ შეკაზმავს ცხენს?" (შ. მანაგაძე, 1964), "აბესალომ და ეთერი" (ნ. ესაკია, 1966), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" (ნ. მჭედლიძე, 1968), "დიდოსტატის მარჯვენა" (ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), "ჩერმენი" (ნ. სანიშვილი, 1970), "დაისი" (ნ. სანიშვილი, 1971), "ვერის უბნის მელოდიები" (გ. შენგელაია, 1973) და სხვა. მისი სცენარით გადაღებულია დოკუმენტური ფილმი "წმინდა სისხლიანი ცხენები" (თ. თაყაიშვილი, 1968). კინომსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 179; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |