The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქორელი

დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1974  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

სწავლობდა საქართელოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში 1929-1932წწ.

1933-1937წწ. მუშაობდა ოპერატორის ასისტენტად "სახკინმრეწვში". 1937-1939წწ. მოღვაწეობდა ბათუმის თეატრში. 1939-1969წწ. იყო "თბილისის კინოსტუდიის" ოპერატორი. გადაიღო დოკუმენტური  და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები: "შემთხვევა სამშენებლო უბანზე", "ერთი წერილის ისტორია" (დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე, 1953), "მეორე სპეციალობა" (კ. გრძელიშვილი, 1954), "მუსიკალური მოგზაურობა" (ო. გურგენიძე, 1961), "ორიენტაცია სივრცეში" (დ. აბაშიძე, 1962), "ცვლა მოდის" (დ. აბაშიძე, 1957), "სიტყვა მკურნალობს" (შ. შიოშვილთან ერთად / ზ. კაკაბაძე, 1963), "შიში" (დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟუნაძე, 1963), "იყო ერთი პასიფლორა" (დ. აბაშიძე, ნ. ჟუჟნაძე, 1964), "ჭაბუკობა სიბერემდე" (შ. ხომერიკი, 1964), "მახვილი თვალით" (შ. ჩაგუნავა, 1965), "მუსიკალური კომედიის თეატრში" (შ. ხომერიკი, 1965), "ერთი დღე ქუთაისში" (შ. ხომერიკი, 1967), "რუსთავის მეტალურგიული ქარხანა" (ვ. ვალიშვილი, 1968), "რესტავრატორები" (ვ. მიქელაძე, 1968), "ქსენია ბახტაძის ჩაი" (დ. რონდელი, 1970) და სხვ. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში, გადაიღო მხატვრული ფილმი "მყუდრო სავანე" (კ. ღლონტი, 1971), დოკუმენტური ფილმი "ბერიძეების ოჯახი" (რ. ჭიაურელი, 1972) და სხვ. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 179

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: