The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანონ ბულისკერია

მანონ ბულისკერია
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1972  (49 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აფხაზეთი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1996 წელს.მუშაობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზემისი დებიუტი შედგა 1989 წელს. ამ პერიოდიდან  სისტემატურად იბეჭდება  საქართველოში არსებულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: "მე გეტყვი..."  (1999), "ცხელი მარტოობისთვე" (2002), "კედლების გემო" (2006), "ნედლი ნამხრევი" (2013). არის უამრავი რეცენზიისა და პუბლიცისტური წერილის, ასევე ორი პერსონალური გამოფენის (ფერწერა,  2014, 2017) ავტორი. მისი ლექსების მნიშვნელოვანი ნაწილი თარგმნილია ინგლისურ ენაზე. მუშაობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება, თავმჯდომარე (2010-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
    ნედლი ნამხრევი : პოეზია / მანონ ბულისკერია .- თბილისი : საუნჯე, 2013.-120გვ.

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
    მისამართი:უზნაძის ქ.N 68
    ტელეფონი:591 33 18 19
    ელ.ფოსტა:

გააზიარე: