The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ქევანიშვილი

რევაზ ქევანიშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებობის სპეციალობით 1974 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალში ინჟინერ კონსტრუქტორად, სამშენებლო განყოფილების უფროსად; 1994 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მონაწილეობდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ტოლბუხინას ქუჩაზე და ნახიმოვის პროექტზე; 2009 წლიდან ინიშნება სამშენებლო კომპანია "BK Capital"-ის გენერალურ დირექტორად; მისი მონაწილეობით სამშენებლო კომპანიის მიერ ქ. თბილისში განხორციელებულია "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ოფისის რეკონსტრუქცია გაგარინის ქუჩაზე, მთაწმინდაზე "ფუნიკულიორის" შენობის რეკონსტრუქცია, თამარაშვილის N13-ში განხორციელდა კომპანია "m2"-ის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 64000 მ2 საცხოვრებელი ფართობით, ასევე, ქ. თბილისში მახათას მთაზე დასრულების პროცესშია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა; მონაწილეობას იღებდა ქ. ონსა და მის შემოგარენში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტების დამუშავებაში; აღადგინა და რეკონსტრუქცია ჩაუტარა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.564


გააზიარე: