Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან კორძაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1983 წელს; დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტისა და ფონდ "კავკასიას" კულტურის მენეჯერთა გადამზადების კურსები 2004 წელს, მიღებული აქვს 5 საერთაშორისო სერტიფიკატი. 1983-1985წწ. იყო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის ფილიალის ზედამხედველი; 1986-1987წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორი; ტელეფილმების სტუდიის რეჟისორის ასისტენტი (1988); 1995-2001წწ. გალერეა "თი-ემ-ეს"-ის გენერალური მენეჯერი; რადიო "მწვანე ტალღის" წამყვანი (2005); 2005 წლიდან საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი; 1999 წლიდან ხელოვნების მენეჯერთა კავკასიის ქსელის ვიზუალური ხელოვნების პროგრამების კოორდინატორი; 2004 წლიდან ბრიტანულ-ქართული კულტურის პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიზუალური ხელოვნების პროგრამების კოორდინატორი; 2001-2006წწ. საქართველოსა და საზღვარგარეთ 23 პროექტის ავტორი კურატორი. მათ შორის: "სამი გაჩერება აბრეშუმის გზაზე" ფოტოგამოფენა (ბაქო, 2002); "CURRICULUM VITAE-XX საუკუნე : ქართული მხატვრობის ამბავი" (დ. ანდრიაძესთან ერთად, თბილისი, 2003); "Painting Jazz" (ბაქო, 2003); "Island" ლენდ არტის საერთაშორისო პროექტი (კასპიის ზღვა, კუნძული ნარგინი, 2003); "ორტრესს" ლენდ არტის საერთაშორისო პროექტი (შატილი, 2004). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.271
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |