The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კანდელაკი

დავით კანდელაკი
Date of birth:9 January, 1895
Date of death:29 July, 1938  (at 43 years)
Category:Diplomat, Economist, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის გუბერნია.

საუნივერსიტეტო განათლება მიიღო გერმანიაში.

განათლებით ეკონომისტს, ჯერ რუსეთში მოუხდა მუშაობა; საქართველოში 1921 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა და დაინიშნა განათლების სახალხო კომისრად (განათლების მინისტრად). ამ დიდ ეროვნულ საქმეს მთელი 10 წლის განმავლობაში უანგაროდ, საქმის დიდი ცოდნითა და თავდადებით ემსახურა; 1928 წლის ოქტომბრისათვის დამთავრდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის რეორგანიზაცია. მას შეუერთდა ამიერკავკასიის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო განყოფილება და ამ ორი სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1930 წელს სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს - იყო საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე; 1930-1934წწ. საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი შვედეთში, 1935-1937წწ. - გერმანიაში; ასრულებდა ი. სტალინის პირად დავალებებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში სსრკ-ისთვის სამხედრო და სტრატეგიული მასალების მიწოდების თაობაზე (ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც "კანდელაკის მისიას"); 1937 წლის 11 სექტემბერს მოსკოვში დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი; ემსხვერპლა პოლიტიკურ რეპრესიებს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 511; tbilisipost.ge

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1918-)
  • სოციალისტ-რევოლუციონერების პარტია (ესერები), წევრი (1912-)

Awards and Honors

  • 1937 - ლენინის ორდენი

Share: