The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ დევდარიანი

გაიოზ დევდარიანი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1937  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხარაგაული, შორაპნის მაზრა.

1919 წლის ოქტომბერში მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს; 1920 წელს პარტიამ სამხრეთ ოსეთში გაგზავნა, სადაც ივნისში სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა მშრომელთა აჯანყებას მენშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ; 1920 წლის ივლისიდან კომკავშირულ სამუშაოზეა; იყო კომკავშირის ამიერკავკასიის ბიუროს და წითელგვარდიული მთავარი შტაბის წევრი; აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის; 1921-1923წწ. მუშობდა ჯერ კომკავშირის თბილისის საგუბერნიო კომიტეტის, ხოლო შემდეგ საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად; 1923-1925წწ. სწავლობდა მოსკოვში კომუნისტურ აკადემიასთან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის კურსებზე; 1930-1931წწ. იყო საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი (განათლების მინისტრი); 1931 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე; დაპატიმრებამდე იყო N16 ქარხნის დირექტორი. დააპატიმრეს 1937 წელს; ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა ა/ს ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, ეწეოდა აქტიურ კონტრ-რევოლუციურ ძირგამომთხრელ საქმიანობას და, ამასთან ერთად, ამზადებდა ტერორისტულ აქტს საქართველოს კპ(ბ)-ის ცკ მდივან ამხ. ბერიას წინააღმდეგ. დახვრიტეს 1937 წლის 12 ნოემბერს. საბჭოთა პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.435; სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1919-)

გააზიარე: