The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამინ ქეცბაია

რამინ ქეცბაია
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1953 წელს.

1953-1962წწ. მუშაობდა სამთო მომპოვებელ ტრესტ "ტყვარჩელქვანახშირის" N2 შახტის N3 მიწისქვეშა უბნის უფროსად, N2 შახტის მთავარი ინჟინრის თანაშემწედ, მოადგილედ; 1962-1969წწ. N5 შახტის მთავარ ინჟინრად; 1969-1977წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ მრეწველობა-ტრანსპორტის და ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი და ინსპექტორი; 1977-1985წწ. მუშაობდა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სოხუმის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1985-1992წწ. გადმოიყვანეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მრეწველობის, ენერგეტიკის, საბინაო-კომუნალური და საგზაო მეურნეობების განყოფილების გამგედ; 1992-1994წწ. მუშაობდა მოსკოვის ერთობლივ საწარმო "მეტალკომერცი ბ"-ს კომერციული განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1995-1997წწ. შპს "ტრანსსერვისის" ვიცე-პრეზიდენტი; 1997 წლიდან არის "სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის" დამკვირვებელთა საბჭოს თავმჯდომარე; დიდი დახმარება მიუძღვის ქ. სოხუმის კომპლექსური განაშენიანებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში, ბინათმშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის ბაზის რეკონსტრუქცია-გაფართოებაში; 1960-1980 წწ. სამთო მომპოვებელი საწარმოო გაერთიანების "საქნახშირის" სამრეწველო ობიექტების მშენებლობისა და ბაზის განვითარების საქმეში, საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისა და ტექნიკური გადაიარაღების პროგრამის დამუშავება-განხორციელებაში; დაჯილდოებულია საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების პრეზიდიუმის რამდენიმე საპატიო სიგელით და სხვა ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.565-566

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • შრომის ვეტერანი
  • მეშახტის დიდების მედალი

გააზიარე: