The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ქვათაძე

გელა ქვათაძე
Date of birth:29 May, 1929  (95 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახწყალპროექტში" ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორად; იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის მინისტრის მოადგილე (მშენებლობის დარგში), საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის მსუბუქი და კვების მრეწველობის, სოფლისა და წყალსამეურნეო მშენებლობის განყოფილების გამგის მოადგილე; მუშაობდა წყალთა მეურნეობის საწარმოო გაერთიანება "საქწყალმეურნეობის" უფროსად; ხელმძღვანელობდა კოლხეთის დაბლობის დაშრობის, ქვემო სამგორისა და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების, მდინარეების - ალგეთსა და ლიახვის წყალსაცავების, მდინარე რიონის წყალმიმღები სათავე ნაგებიბისა (კაშხალი) და კვების მრეწველობის (ჩაის, ღვინის, საკონსერვო) ობიექტების მშენებლობებს. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.566

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: